არსებითი სახელი

23

არსებითი სახელი საგნის აღმნიშვნელი მეტყველების ნაწილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სახელი“ ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული, მარჯვენა ხელზე გაშლილია საჩვენებელი თითი და მარცხენაზე ცერი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია,  მარჯვენა საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ცერს და ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან. ჟესტი წამოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.