ანომალია – კანონზომიერების დარღვევა, საერთო წესისაგან, ნორმისაგან გადახვევა, გადახრა
რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაბადება“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ნეკი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სწორი“/ „ამინ“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერი და საჩვენებელი თითები კრავს ზევით მიმართულ წრეებს, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით; ჟესტის მესამე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი „უარყოფა“ /„არა“ – წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი მოძრაობს მარჯვნივ. ჟესტი სრულდება წელისა და მკერდის დონეზე.
