ალუბალი _ დაბალი, თეთრყვავილიანი ხის წითელი ფერის კურკოვანი ხილი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“ _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, საჩვენებელი თითი გაშლილია და ტუჩებზე მიდებული, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, იკონური ფორმა _ სხეულისკენ მიმართულია ყურთან განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებლი და შუა თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.
