ალმასი _ ძვირფასი გამჭვირვალე ქვა, ბრილიანტი
სამნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქვა“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ხდება პოზიციათა მონაცვლეობა: ჯერ მარჯვენა ხელი ადევს მარცხენას, შემდეგ კი _ პირიქით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თვალი“ _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, თითები მუშტადაა შეკრული, მხოლოდ საჩვენებელი თითია გაშლილი და თვალთან მიდებული; ჟესტის მესამე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბრწყინვალება“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება მაჯის განმეორებადი ბრუნვადი მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.
