აკრძალვა _ რამის უფლების გაუქმება
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, საჩვენებელი თითები გაშლილია და ზევით აღმართული, დანარჩენი თითები მუშტებადაა შეკრული. მარცხენა ხელი ქვევითაა განთავსებული, ხელები ერთმანეთისკენ მოძრაობს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.