აკიდო _ მოკლედ აჭრილი წყვილმტევნიანი რქა ვაზისა, ხილის ან ჩირის ასხმულა‚ ჯაგანი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „მოჭრა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი და შუა თითებით სრულდება მრავალჯერადი მაკრატელისებრი მოძრაობა წინ და უკან, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ასხმა“ _ ზევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული მოხრილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი მარცხნივ მიემართება. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.
