ადრინდელი _ უწინდელი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წარსული“ _ გაშლილი თითებით ხელისგული მიმართულია ზევით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა სხეულისკენ, უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რაც იყო უკვე“ _ ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, გაშლილი მარცხენა ხელი გამოწეული ცერით ეხება მკერდს და ზევით მიემართება რკალური ტრაექტორიით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.