საბოლოო

8

საბოლოო  _  ბოლოსათვის, დასასრულისათვის განკუთვნილი, რაც ბოლოს იქნება,  ბოლონდელი, უკანასკნელი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზურგებით ერთმანეთისკენ  მიმართულია ხელისგულები, გაშლილი თითების წვერები ეხება ლოყებს ტუჩებთან, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია  ხელისგულები გაშლილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.