რჩეული

9

რჩეული _     ამორჩეული, არჩეული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საუკეთესო“ _ სხეულისკენ მიმართულია ტუჩების წინ განთავსებული ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი და ზედა ფალანგებში მოხრილი თითების წვერებს, მომდევნო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგული იმავე კონფიგურაციით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არჩევანი“ _ წინ და მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით მარჯვნივ და წინაა მიმართული, მარჯვენა ხელი ზევით და სხეულისკენ გადაადგილდება, ბოლო ფაზაში საჩვენებელი თითი და ცერი ერთმენეთს წვერებით ეხება. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.