როდისღა _ მერე როდის, მაინც როდის
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „როდის“ _ მარცხნივ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ფორმა _ ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.