ნაჭერი _ ქსოვილის, მატერიის ნაწილი, ნაკუწი
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ქვევით განთავსებული მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით სხეულისკენაა მიმართული, მარჯვენა ხელი მოძრაობს მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.