ნაწყენი _ ვისაც რამე აწყენინეს, ვისაც რამე ეწყინა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნამუსი“ / „მორიდებული“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და სხეულისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, თითი ეხება ლოყას; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნაღველი“ / „დარდი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, ხელი ეხება მკერდს, ოდნავ მარცხნივ გადაადგილდება და ისევ ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.