ნაშვილები _ შვილად აყვანილი, შვილად მიჩნეული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბავშვი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია ნეკი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელი ტრიალებს მაჯაში, სრულდება განმეორებადი მოძრაობა რკალური ტრაექტორიით მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ _ ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.