ნაკაწრი _ რაც გაკაწრეს, კაწვრის კვალი, ნაფხაჭნი
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია ქვევით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით ქვევით მოძრაობს, ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს და ზევით გადაადგილდება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.