ნაკადი _ 1. სწრაფად მიმდინარე წყალი; 2. რისამე (ბევრისა) განუწყვეტელი მოძრაობა რაიმე მიმართულებით
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული გაშლილი და წრიულად მოხრილი თითებით, ზევით აღმართული ცერებით, ხელები მარჯვნივ მოძრაობს ერთად. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.