ანარეკლი – რამის ზედაპირზე არეკლილი სხივი; გამოვლენილი; გამოძახილი; ანაბეჭდი, კვალი.
რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მზე“ – მარჯვენა ხელის თითები შეკრულია მუშტად, ხელისგული მიმართულია წინ, მომდევნო ფაზაში თითები იშლება ფართოდ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სხივი“ – ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, ხელი მარცხნივ და ქვევით მოძრაობს; ჟესტის მესამე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რგოლი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერი და საჩვენებელი თითები ღია წრეს წარმოქმნის, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება გამეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და წელის დონეზე.
