ანამნეზი – ავადმყოფობის განვითარების ისტორია, შედგენილი ექიმის მიერ ავადმყოფის ან მისი ახლობლების ჩვენებათა მიხედვით
სამნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავად ყოფნა“ – მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, ცერისა და საჩვენებელი თითის წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა გაშლილი და ქვევით მიმართული ხელისგულის ზედაპირს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ეს ორი ნაწილი ერთად ნიშნავს „ავადმყოფს“; ჟესტის მესამე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ისტორია“ – გადმოცემულია „ი“ დაქტილით ძველი ანბანიდან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.
