მეცამეტე – რიგით ცამეტი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცამეტი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მომდევნო ფაზაში იშლება ცერი, შუა და საჩვენებელი თითები; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რიგითობა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.
