ლითონი – ქიმიურად მარტივი სხეული ან შენადნობი, მეტწილად ჭედვადი, დნობადი, სითბო დაელექტროგამტარი
ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, დინამიკური, ასიმეტრიული სიტყვა-ჟესტი „რკინა“– მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ და სხეულისკენ, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარჯვნივ და სხეულისკენ, მარჯვენა ხელი ასრულებს განმეორებად მოძრაობას ზევით-ქვევით და გაშლილი თითებით ზემოდან ეხება მარცხენა ხელის საჩვენებელ თითს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“– ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული თითების რხევით სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.