კუთვნილი _ რაც ვისმე ეკუთვნის, ვისიმე საკუთრებას წარმოადგენს
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს და მარჯვენა ხელისგული ზემოდან ადევს გაშლილ მარცხენას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.