კრიტიკოსი

3

კრიტიკოსი  _  1. ლიტერატორი, რომელიც მხატვრული ნაწარმოების კრიტიკას ეწევა, მხატვრული ნაწარმოების გამრჩევი და შემფასებელი (პროფესიით) 2. ვინც კრიტიკას ეწევა, სუსტი მხარეების მძებნელი, გამკილავი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კრიტიკა“ _ სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, წინ  მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან და მარჯვენა მაჯა ზემოდან ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს;

ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _  ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.