კრემი _ 1. სადესერტო ტკბილეული, ნაღებთან ათქვეფილი შაქრით, ან კვერცხით, ხილეულის წვენით და სხვ.
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტკბილი“ _ ხელისგული მიმართულია ქვევით, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება და ხელი ეხება ლოყას, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კრემი“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია წინ, მარჯვენა საჩვენებელი თითი მარცხნივ მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.