კოსმოსი _ სამყარო
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია მარჯვენა საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა საჩვენებელი თითით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.