კაპასი

10

კაპასი  _  ანჩხლი, ავი

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, თითები გაშლილია, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება და ზემოდან ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.