ინტონაცია

9

ინტონაცია   მეტყველების რიტმულ-მელოდიური წყობა, რომელიც დამოკიდებულია ტონის აწევ-დაწევაზე, ხმის სახეცვალება სიმაღლის მიხედვით

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ხმა“ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, ყელს ეხება გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს; ჟესტის მეორე  ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაბალი“ მარცხნივ და ქვევით მიმართულია ხელისგული, ერთმანეთთან შეტყუპებული თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია ყელისა და მკერდის დონეზე.