ინსტრუქცია – სახელმძღვანელო მითითება, დარიგება; რისამე შესასრულებლად საჭირო წესების კრებული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზომა“ – ხელისგულები მიმართულია წინ, ცერი და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილი და ზევით აღმართული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სიტყვა-ჟესტი „გადაწერა“ – მარცხენა ხელისგულზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული წინაა მიმართული, გაშლილია და წინ მიმართული საჩვენებელი და ცერი თითები, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, მარჯვენა ცერი ეხება გაშლილი და წინ მიმართული თითებით ზევით მიმართულ მარცხენა ხელისგულს, მარჯვენა ხელი სხეულისკენ მოძრაობს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ცერი და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.