იდენტური – სავსებით მსგავსი, ერთნაირი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მსგავსება“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ერთმანეთის მიმართულებით: მარჯვენა ხელი მარცხნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფორმა“ – წინ და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის, მხრებისა და მკერდის დონეზე.
