თანდათან – ცოტცოტაობით, ნელ-ნელა, უფრო და უფრო
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, იმავე კონფიგურაციით მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ზემოდან ეხება მარცხენა ხელისგულს საჩვენებელ თითთან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.