თანამშრომელი

8

თანამშრომელი  სხვასთან ერთად მომუშავე დაწესებულებაში, ამა თუ იმ დაწესებულების მოსამსახურე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სამსახური“ –  ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ერთად“ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ბოლო ფაზაში ორივე ხელის წვერები ეხება ცერებს და ხელები თითების წვერებით ეხება ერთმანეთს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.