თამადა – სუფრის (ქეიფის, ნადიმის) ხელმძღვანელი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა – მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი ცერი და საჩვენებელი თითები ეხება მარცხენა მკლავს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.