თათბირი – შეკრება რაიმე საკითხის გადასაწყვეტად, მსჯელობა, საუბარი, მსჯელობა, სჯა-ბაასი
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით და საჩვენებელი თითები მონაცვლეობით ეხება ლოყებს. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და სახის დონეზე.