ზვინი

1

ზვინი  თივის ძნების მაღლად დადგმული დიდი გროვა

 

რთული ჟესტის  პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, სიტყვა-ჟესტი „ბალახი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ხელისგულები ერთმანეთს ეხება და ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, სიტყვა-ჟესტი „გამხმარი“   მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან და ხელები ერთმანეთს ეხება; ჟესტის მესამე, ბოლო ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, სიტყვა-ჟესტი „გროვა“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, წინ მიმართული თითებით, სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.