ზერელე – ზედაპირული, საქმეში ღრმად ჩაუხედავი, არაარსებითი, არასერიოზული, ფუქსავატი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ – ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიცარიელე“ – ქვევით მიმართულია ხელისგული ქვევით მიმართული თითებით, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.