ვითარება – მდგომარეობა, გარემოება, პირობები
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეთანხმება“ – ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე განთავსებულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება პოზიციათა მონაცვლეობითი მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გავრცელება“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ნეკები და ცერები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.