ვეფხვი

3

ვეფხვი   დიდი მტაცებელი ცხოველი (კატების ოჯახისა); აქვს ჭრელი, ზოლებიანი ტყავი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზოლი“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული  თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება კლაკნილი ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა სხეულზე შეხებით: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხოველი“ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით დაშვებული, ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.