ვერაფერი

8

ვერაფერი  ვერც ერთი რამ, ვერც რამე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვერ“ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის  მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არაფერი“ წინ მიმართულია ხელისგულები, ცერები და საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება და კრავს წრეებს, დანარჩენი თითები გაშლილია და ზევით აღმართული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.