ვენტილაცია – დახურული სადგომის ჰაერის გაწმენდა-განახლება
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ამინდი“ – ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით ერთმანეთისკენაა მიმართული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ბოლო ფაზაში ხელები ჯვარედინად გადაიკვეთება იმავე კონფიგურაციით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამწოვი“ – წინ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება მოძრაობა უკან, სხეულისკენ, ბოლო ფაზაში თითები მოხრილია ფალანგებში. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.