ვახშამი – უკანასკნელი ჯერის პურის ჭამა საღამო ჟამს
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საღამო“ – ხელისგულები მიმართულია ქვევით, გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჭამა“ – ხელისგული მიმართულია ქვევით, ცერი ეხება გაშლილი და სხეულისკენ მიმართული თითების წვერებს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება ტუჩებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.