ავკაცი _ ბოროტი, ბოროტმოქმედი, ავსული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავი“ _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, თითები მუშტადაა შეკრული, მხოლოდ ნეკია გაშლილი და სახისკენ მიმართული, ხელი ქვევით მიემართება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის, მკერდისა და მხრების დონეზე.
