გასტუმრება – ვინმეს გაშვება, გამგზავრება, გაგზავნა
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ორივე ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელები ეხება მკერდს, მომდევნო ფაზაში რკალური ტრაექტორიით სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
