განუყოფელი – რაც არ გაიყოფა, ერთიანი, მთლიანი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნახევარი“ / „გაყოფა“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ, მარჯვენა ხელი მსუბუქად ეხება მარცხენა ხელისგულს და მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ – წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი მოძრაობს მარჯვნივ. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.
