გალესვა – ცივი იარაღის (დანის, ხმლის ან მაკრატლის და სხვ.) პირის გამახვილება, ბასრი პირის გაკეთება
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან რკალური ტრაექტორიით, მარჯვენა საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.