გამოსადეგი – გამოსაყენებელი, ვარგისი
რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია ქვევით, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა სხეულისკენ, თითები იხრება ფალანგებში და ხელი ორჯერ ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.