ბულიონი _ ქათმის ხორცის ნახარში
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქათამი“ _ მარცხენა ხელისგული ზევითაა მიმართული თავისუფლად გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარცხენა ხელის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, ცერი და საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „წვნიანი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი სრულდება მკერდისა და მხრების დონეზე.