ბრწყინვა _ ელვარება, ბრჭყვიალი, კაშკაში
ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თვალი“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, საჩვენებელი თითი გაშლილია და თვალთან მიდებული, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბრწყინვა“ / „ელვარება“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, ბრუნვადი მოძრაობა მაჯებში. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.