ბრძენი

26

ბრძენი  _   ღრმა ჭკუის, დიდი ცოდნისა და გამოცდილების, დაკვირვებისა და გაგების უნარის მქონე ადამიანი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „მეცნიერება“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ცერი ეხება შუბლს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამოცდილება“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება სახეს ტუჩების კუთხესთან, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.