ბროშურა

22

ბროშურა _  პატარა ნაბეჭდი წიგნაკი

 

რთული ჟესტის  პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რეკლამა“  _ წინ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელის თითები გაშლილია, მარცხენა ცერი ეხება შუა თითს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება ხელის პოზიციათა და კონფიგურაციათა მონაცვლეობითი, განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ფურცელი“  _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება ჯერ განსვლითი, შემდეგ კი ქვევით მიმართული სინქრონული მოძრაობა.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.