ბრბო

19

ბრბო  _  ადამიანთა უწესრიგო გროვა, არაორგანიზებული, ბნელი სულისკვეთების ხალხი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბაზარი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი მარცხენას ზემოთაა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“  _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.