ბიძაშვილი

92

ბიძაშვილი  _  ბიძის შვილი, მამის ან დედის ძმის შვილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბიძა“ _ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საფეთქელთან  სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შვილი“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება მკერდს და ქვევით ეშვება რკალური ტრაექტორიით. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.