ბიბლიოთეკა _ წიგნთსაცავი, დაწესებულება, სადაც საზოგადოებრივი სარგებლობისათვის თავს უყრიან წიგნებსა და ჟურნალ-გაზეთებს
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წიგნი“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ზევითაა მიმართული, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგულის ზედაპირზე მარჯვენა ხელი განმეორებად მოძრაობას ასრულებს მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თარო“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.